ჯაბა კოღუა: ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ იმ გუნდის კანდიდატი, რომელმაც თბილისის განვითარებისთვის გასულ წლებში მაქსიმუმი გააკეთა 

,,ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ იმ გუნდის კანდიდატი, რომელმაც თბილისის განვითარებისთვის გასულ წლებში მაქსიმუმი გააკეთა”, – ამის შესახებ გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა კოღუა, სოციალურ ქსელში წერს.

კოღუა პირობას დებს, რომ რაიონისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ჩემო გლდანელებო, გიორგიწმინდელებო, ბერთუბნელებო, მოგესალმებით ჩემო საყვარელო თანაუბნელებო, მოგეხსენებათ სულ ახლახან „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება ვიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის კენტი მიკრორაიონების საარჩევნო ოლქში, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნება მქონდეს შესაძლებლობა ვემსახურო გლდანელებს – იმ ხალხს, რომლებმაც იციან ურთიერთობების ფასი და იმ ადგილს, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ იმ გუნდის კანდიდატი, რომელმაც თბილისის განვითარებისთვის გასულ წლებში მაქსიმუმი გააკეთა. კახა კალაძე და „ქართული ოცნება” დაუღალავად შრომობდნენ უკეთესი თბილისისთვის, პატივია რომ მომდევნო წლებში ამ ფერხულში მეც ჩავერთვები.

კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი ყველა იმ პრობლემას და საჭიროებას რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა შემდეგ წლებში ჩემი მანდატის ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთო ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

პრობლემას რომელიც არსებობს ისევე ვეჩეხები სახლიდან გამოსვლისას როგორც თქვენ, რადგან მეც ამ უბანში დაბადებული და გაზრდილი ვარ და არც არასდროს ვაპირებ აქედან წასვლას, მიყვარს ჩემი უბანი და ბედნიერი ვარ შესაძლებლობით ვემსახურო იმ უბანს და იმ ხალხს, რომელიც ჩემთვის ასე ახლოა.

პირობას ვდებ, ჩემი მანდატის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ მჭიდრო კოორდინაციისთვის მოქალაქეებს, გამგეობასა და სხვა საქალაქო სამსახურებს შორის, რათა რაიონი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. ჩვენ, ყველამ ერთად“, – წერს ჯაბა კოღუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები