“ქართველ სამხედროებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ოპერაციებშიც“

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ქართველ სამხედროებს,  ნატოს მიერ მართული სამშვიდობო ოპერაციების გარდა,   ევროკავშირის ოპერაციებშიც  შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი ჯარისკაცები შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
“ქართველი სამხედროები ამჟამად ბევრად მაღალ დონეზე არიან და მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს მიერ მართულ, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, მაგალითად – ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში. ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც შეიძლება მათ წინაშე იყოს წარმოდგენილი”, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა. ამასთან, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და გაწეული ღვაწლის გამო შეერთებული შტატები მას აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები