პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის.
პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე ისაუბრა, ასევე გაერო-ს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების, ისევე, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე.
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.