რუბიო: რუსეთმა წლის დასაწყისიდან 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინის დანაკარგები კი უფრო ნაკლებია

2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მალაიზიაში ასეანის კონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, მაგალითად, მიმდინარე წლის იანვრიდან რუსულმა მხარემ 100 000 ჯარისკაცი დაკარგა – დაჭრილებზე კი არა, დაღუპულებზე ვსაუბრობ. უკრაინის მხარეს კი ეს რიცხვი უფრო მცირეა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ დასძინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ მოსწონს ომები და მათ „ფულისა და სიცოცხლის ფლანგვად“ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ სურს მას ომების დასრულება.

მარკო რუბიოს თქმით, ტრამპი გეგმავს ყველაფრის გაკეთებას უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ომის დასასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები