გვატემალაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, სტიქია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც გვატემალას სეისმოლოგიის, ვულკანოლოგიის, მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ედვინ როდასმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით, 37-ზე მეტი მიწისძვრა და შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა მაგნიტუდა 3.0-დან 5.6-მდე მერყეობდა.
ოფიციალური პირების თქმით, მიწისძვრის შედეგად შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სალვადორშიც.