აშშ მოლდოვიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან მოლდოვიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.

„2025 წლის 1-ელი აგვისტოდან მოლდოვას მიერ შეერთებულ შტატებში შემოტანილ ყველა მოლდოვურ საქონელზე მხოლოდ 25%-იან ტარიფს დავაწესებთ, სექტორული ტარიფების მიუხედავად“, – ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც მან მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს გაუგზავნა.

მიმდინარე კვირაში ტრამპმა აშშ-ის ბაზარზე შესულ ყველა იაპონურ და სამხრეთ კორეულ საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა.

მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ მსგავს წერილებს კიდევ 12 ქვეყანა მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები