„ევროპა არასდროს მიატოვებს უკრაინას“ – მაკრონი

ევროპა არასდროს მიატოვებს უკრაინას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვესტმინსტერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა არ ყოფილა სამართლიანი და გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც უკრაინის ახლო მოკავშირემ, მას მხარი დაუჭირა.

„ზუსტად ისე, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ ათწლეულების წინ ჩემს ქვეყანასთან მიმართებით“, – თქვა მაკრონმა და მეორე მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთის მიერ საფრანგეთისადმი მხარდაჭერაზე მიანიშნა.

მანვე დასძინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვლადიმერ პუტინის რუსეთი უკრაინაში წინ მიიწევს, „საფრთხე ყველას გვიახლოვდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები