ორშაბათს დილით, კატალონიის სამხრეთით, ბაიშ-ებრეს რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა უკვე 1600 ჰექტარი მიწა გაანადგურა .
ღამით ძლიერმა ქარმა სიტუაცია გააუარესა, შეიქმნა ხანძრის ორი ახალი კერა და 50 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მეხანძრე-მაშველების 75 ჯგუფი, მათ შორის 16 საჰაერო დანაყოფი, ხანძრის სტაბილიზაციაზე მუშაობს. კატალონიის მთავრობამ დახმარება ესპანეთის სამხედრო ძალების სწრაფი რეაგირების ძალებს, საგანგებო სამხედრო დანაყოფს (UME) სთხოვა.
შაბათ-კვირას კატალონიაში ტემპერატურის ვარდნისა და ძლიერი წვიმის მიუხედავად , სამხრეთ რეგიონი ხანძრების გამო კვლავ მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ტემპერატურა კვლავ მაღალია.
ამასთან, ხანძარს ებრძვიან საფრანგეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და სირიაში, რამდენიმე ქვეყანაში კი მცხუნვარე მზის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.