აშშ-ში, ცენტრალური ტეხასისა და ნიუ-ჯერსის ნაწილებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, კიდევ უფრო მეტი პირი დაკარგულად ითვლება.
როგორც ნიუ-ჯერსის ხელისუფლება აცხადებს, ღამით ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად შტატში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება ტეხასს, შტატის ხელისუფლებას დაღუპულთა ან დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუდასტურებია.
რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია.