თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მზარდი აგრესიული პოლიტიკა მისი ამჟამინდელი ადმინისტრაციის დროს საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
„ჩვენ არ შეგვიძლია არც პალესტინის საქმის მიტოვება და არც დუმილი, რადგან ნეთანიაჰუს მთავრობა ჩვენს რეგიონში სისხლის ღვრას იწვევს“, – თქვა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა ავღანეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი უსაფრთხოებას, მშვიდობას და ავღანეთში ხალხის განვითარებას“.