პუტინის თანაშემწე: ტრამპთან საუბრისას, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს.

მისი თქმით, საუბრისას ტრამპმა კვლავ დააყენა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულების საკითხი.

როგორც უშაკოვმა აღნიშნა, საუბრის დროს არ განხილულა აშშ-ის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება.

თავის მხრივ, პუტინმა დასძინა, რომ რუსული მხარე კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის საშუალებას ეძებს.

უშაკოვის თქმით, რუსული მხარე უკრაინასთან სტამბოლის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადაა.

გარდა ამისა, პუტინის თანაშემწემ განაცხადა, დონალდ ტრამპთან საუბარში რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების მნიშვნელობას.

„პუტინი და ტრამპი კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – დასძინა იური უშაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები