გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ბავარიაში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 37.8 გრადუსი დააფიქსირა

გერმანიაში წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

„დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ბავარიის ქალაქ კიცინგენში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 37.8 გრადუსი დააფიქსირა.

როგორც გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი, კარსტენ შნაიდერი აცხადებს, კლიმატის ცვლილება უდიდესი სოციალური პრობლემაა.

გერმანიისთვის ყველა დროის ტემპერატურის რეკორდი 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც მეტეოროლოგიურ სადგურებზე 41.2 გრადუსი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები