ზაზა შათირიშვილი: კორპორაციული მმართველობა დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ “დიფ სთეითის” მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება – ამ ფორმით ოლიგარქიული ოჯახები დაიკანონებენ დიქტატურას, რათა შემდგომ უფლებააყრილი, ღირსებადაკარგული ხალხის მასა საკუთარი მოთხოვნილებების მოსამსახურეებად აქციონ
“დიფ სთეითი” მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მმართველობის ლეგალიზებას მარტივად “გაყიდიან” სხვადასხვა ქვეყნებში. ზემოთ ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
მისი განცხადებით, აქ იწყება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ახალი ეტაპი, რომელიც ხალხზე სრულ კონტროლს და უსამშობლო, უსქესო, უუფლებო მასის მიღებას გულისხმობს. შათირიშვილის თქმით, ეს მართული მასა, სწორედ ოლიგარქიული ოჯახების სურვილს მოემსახურება.
„სწორედ აქ დაიწყება ოლიგარქიული ოჯახების დიდი გეგმის ახალი ეტაპი – სრული კონტროლი ხალხზე და მოქალაქეობრივი, ეროვნული ფასეულობებისგან შემდგარი საზოგადოებისგან მართული, უსამშობლო, უსქესო, უუფლებო მასის მიღება, რომელიც ბრძანებების შესაბამისად მხოლოდ ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. დიახ, კორპორაციული მმართველობა, რომელიც მალე დაკანონდება, დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ “დიფ სთეითის” მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება – აბსოლუტური შირმა და სატყუარაა. რეალურად, ამ ფორმით ოლიგარქიული ოჯახები დააკანონებენ დიქტატურას, რათა შემდგომ უფლებააყრილი, ღირსება დაკარგული ხალხის მასა საკუთარი ინტერესების და მოთხოვნილებების მოსამსახურეებად აქციონ.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.