ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითის” მზაკვრული გეგმაა, გაღარიბებული, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მმართველობაშია

რადგან მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უკვე სწორად და საკმარისად არის ინფორმირებული ოლიგარქიული ოჯახების გეგმების შესახებ – გადავწყვიტე შემდგომი ანალიზი შემოგთავაზოთ კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის კონკრეტულად ამ ფორმის მიზნებსა და ამოცანებზე, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, სწორ კორპორაციულ მმართველობაში, დასაძრახი არაფერია, თუმცა, „დიფ სთეითის“ მზაკვრული გეგმის მიხედვით, გაღარიბებული, პრობლემებისგან დაღლილი ხალხი, მარტივად უნდა დაარწმუნონ, რომ ყველა მანკიერება პოლიტიკურმა სისტემამ ჩაიდინა და გამოსავალი კორპორაციულ მმართველობაშია.

„თავისთავად ცხადია, ზოგადად – სწორ და კარგად გამართულ კორპორაციულ მმართველობაში ცუდი და დასაძრახი არაფერია. უფრო მეტიც, ამა თუ იმ კორპორაციის სწორად შერჩეული ერთპიროვნული ლიდერი წარმატების უპირველესი ფორმულაა.
“დიფ სთეითის” მზაკვრული გეგმაც სწორედ ესაა – გაღარიბებული, პრობლემებისგან დაღლილი, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, კრიმინალისგან შეწუხებული ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ პოლიტიკურმა სისტემამ ჩაიდინა ყველა ეს მანკიერება და გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მმართველობაშია. კიდევ ერთხელ მარტივად რომ ავხსნათ – “დიფ სთეითი” მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მმართველობის ლეგალიზებას მარტივად “გაყიდიან” სხვადასხვა ქვეყნებში. ზემოთ ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები