ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის ახალი მოადგილე წარადგინეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა.
ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი მოადგილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.
,,გიორგი ცხაკაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს განათლების სამინისტროში , ს.ს. „საქართველოს ბანკში”.
დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის ფაკულტეტი, ბაკალავრი) და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი(სამართლის მაგისტრი).
გიორგი ცხაკაია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.