ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

,,აღსანიშნავია, რომ რუმინეთსა და ესტონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ბოლნისელმა სპორტსმენებმა, ზვიად ლომსაძემ, ლაშა მარკოსიანმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა ირაკლი მახაშვილმა და რატი რეხვიაშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ირაკლი მახაშვილმა მარცხენა ხელით, ხოლო რატი რეხვიაშვილმა მარჯვენა ხელით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. ზვიად ლომსაძემ მარჯვენა ხელით დიდებში და ლაშა მარკოსიანმა მარცხენა ხელით ახალგაზრდებში ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
მაისის ბოლოს ლატვიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ვეტერან ძიუდოისტებს შორის, რომელშიც ბოლნისელი ვეტერანი ძიუდოისტი ირაკლი მიბჩუანი მონაწილეობდა. იგი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ადგილობრივ სპორტსმენებს წამახალისებელ ფულად ჯილდოს გადასცემს.
შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი, თეონა აბრამიშვილი, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, დავით ყიფშიძე და ბოლნისის ძიუდოს სკოლის მთავარი მწვრთნელი, შერმადინ დადვანი ესწრებოდნენ.ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის N106, საფოსტო ინდექსი: 1100″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები