ბრიტანეთმა ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა

ღაზის სექტორში, ისრაელის არმიის ახალი ოპერაციის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ ამის გამო ისრაელის ელჩი დაიბარა.

„მე ვაცხადებ, რომ ჩვენ შევაჩერეთ მოლაპარაკებები ისრაელის ამჟამინდელ მთავრობასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციას შემაშფოთებელი უწოდა.

„ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. ასევე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს წინააღმდეგობას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ქვეყნის ლიდერების განმარტებით, მათ ასეთი ნაბიჯი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებების გამო გადადგეს, რომელიც ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორში და აფართოებს საბრძოლო მოქმედებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები