რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.
კრემლის ლიდერმა შესაბამისი განცხადება ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი პოზიცია გამოთქვა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ზავის შესახებ. და თავის მხრივ, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიც მხარს უჭერს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზები“, – აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.