პუტინი: რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე იმუშაოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე იმუშაოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე.

„ჩვენ შევთანხმდით აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ რუსეთი შესთავაზებს და მზადაა უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშაოს მემორანდუმზე შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რიგ პოზიციებს, როგორიცაა დარეგულირების პრინციპები, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ვადები და ა.შ., მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა, თუ შესაბამისი შეთანხმებები მიღწეული იქნება“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სირიუსის“ საგანმანათლებლო ცენტრიდან დაურეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები