პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარს შინაარსიანი და გულწრფელი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს შინაარსიანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო უწოდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ის [საუბარი] ძალიან შინაარსიანი და ძალიან გულწრფელი იყო. და საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ამ მხრივ ძალიან სასარგებლო“, – განაცხადა პუტინმა ტრამპთან საუბრის შემდეგ პრესასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.