ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა,- ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია სამხრეთ კორეის შტაბების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თქმით, ეს, შესაძლოა მის მიერ ექსპორტისთვის განკუთვნილი იარაღის გამოცდა იყოს.
მედიის ცნობით, ჩატარებული ტესტირება, სავარაუდოდ, მოიცავდა იარაღის გაშვებას სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც, შესაძლოა, რუსული „ისკანდერის“ რაკეტის მსგავსი იყოს.
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების მზადება დააფიქსირეს და ფრენის დროს რაკეტებს თვალყური ადევნეს.
სეულმა გაშვებას „აშკარა პროვოკაცია“ უწოდა, იაპონიამ კი „მკაცრად გააპროტესტა და დაგმო“ ეს ნაბიჯი.