ამირან სალუქვაძე – საგამოძიებო კომისიაზე: დღეს ვკითხულობდი უამრავ კომენტარს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთი ოკუპანტია, ამაზე კამათს რა აზრი აქვს, ფაქტია რომ ოკუპანტია
დღეს ვკითხულობდი უამრავ კომენტარს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთი ოკუპანტია. ამაზე კამათს რა აზრი აქვს, ფაქტია, რომ ოკუპანტია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
„ასევე, ამ ავად ხსენებულ 1633-ე რეზოლუციას, ამაზე რომ არ დავთანხმებულიყავით ოკუპაცია არ ჩაიწერებოდაო, ოკუპაცია ფაქტია მოხდა. მანამდე სხვა სიტუაცია იყო სამშვიდობო პროცესი იყო, ვერ ჩაწერდნენ ოკუპაციას. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ დე ფაქტო ოკუპირებული ჰქონდათ და იქ ჩვენს კონსტიტუციურ ძალაუფლებას ვერ ვახორციელებდით. როცა ომი მოხდა და ომის შემდეგ ეს რეზოლუცია მზადდებოდა, დავუშვათ საქართველოს არ მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, ის ხუთი ხმა რაიმეს დააკლებდა იმ რეზოლუციას, მაინც ხომ მიიღებდა ევროსაბჭო და მაინც ხომ იქნებოდა იქ ჩაწერილი ოკუპაცია, როგორც შემდგარი ფაქტი.
ძირითადად რაზეც საუბრობდნენ ეს არის, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. მაგას ვამბობ ჩვენ, თუ ომი დაიწყო რუსეთმა, შენ ამას ხმა რატომ მიეცი. იურიდიულად, საერთაშორისო დონეზე რუსეთს უკვე ჩავახუტეთ და დაუკანონდეთ, რომ რუსეთმა საპასუხო მოქმედებები განახორციელა, როცა მთელი ძალისხმევა ქართული დიპლომატიის უნდა ყოფილიყო მიმართული ზუსტად ამ პუნქტზე. მეორე ეს არის სამხედრო დანაშაულები, ამას ხმა როგორ უნდა მისცე. თან გაუტოლე ქართველი სამხედროების მოქმედებები, ოკუპანტი ჯარის მოქმედებს და ხელი მოაწერე ყველაფერზე. კასეტური ბომბების გამოყენება, სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ ან ძალად მოკვდინებას, სასწაული ფორმულირებებია“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.