ლევან მაჭავარიანი: უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში – ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება
უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მეგობარი აქტით“ ცდილობენ, რომ ბოლო გაფართხალება აქვს ოპოზიციას გამოცხადებული 31-ში [მარტში] და იქნებ ხალხი რამენაირად ქუჩაში გამოიყვანონ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს რაც მიიღეს, იყო უბრალოდ საკომიტეტო მიღება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პლენარული მოსმენა, კონგრესში მოსმენა და სანამ ბატონი ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავიდეს დაახლოებით 3-4 თვე და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. ოპოზიცია დარჩენილია ბატონი უილსონის, როთის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების იმედად. ჩვენ და ამერიკელი ხალხის ურთიერთობების გადატვირთვის რეალური საფუძველი არსებობს.
ჩვენ ვართ ძალიან თავშეკავებულები. ყველაფერი დაუბრალებიათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რადიკალებს და მის ტელევიზიებს არასდროს დაუბრალებიათ, რომ სიმჩატით გამოვირჩევით. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ვსაუბრობთ. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ქალბატონ აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის. ეს იყო დახურული შეხვედრა და უფლება არ გვაქვს გარეთ გამოვიტანოთ რაღაც საკითხები. უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, არა ისეთის, როგორიც იყო, ისეთის როგორიც ჩინეთთან გვაქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.