მამუკა მდინარაძე: უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მმართველ გუნდს მისცემს მყარ საფუძველს, საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ.
„უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც შეეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტურია“, – განაცხადა მდინარაძემ.