“მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება და კონკრეტული ადამიანები ისევ იმ დიდ სცენარს ემორჩილებიან, სადაც საომარ მოქმედებებში საქართველოს შეთრევას ცდილობენ” – ვოლსკი
“პოლიტიკა იცვლება, მაგრამ სცენარი არ შეცვლილა, ეს სცენარი ნელ-ნელა თავის არსს კარგავს ისევე, როგორც ის ძალები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან. მათთვის ინსტრუქცია არ შეცვლილა”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნულით ვოლსკი ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„რიგგარეშე არჩევნების თემა დღის წესრიგში რჩება. ის სცენარი არ მომკვდარა, რომელიც გაწერილია. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება და კონკრეტული ადამიანები ისევ იმ დიდ სცენარს ემორჩილებიან, სადაც საომარ მოქმედებებში საქართველოს შეთრევას ცდილობენ, რათა როგორმე, რუსეთის სამხედრო ძალების დივერსიფიცირება საქართველოს მიმართულებით მოხდეს. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ სცენარი არ შეცვლილა. ეს სცენარი ნელ-ნელა თავის არსს კარგავს ისევე, როგორც ის ძალები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან. მათთვის ინსტრუქცია არ შეცვლილა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.