“ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდნენ დაკითხვაზე, ეს იმ ვალდებულებას არ ცვლის, რომელიც კომისიის მიმართ აქვთ” – ვოლსკი
“მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სხდომაზე მისვლაზე უარი უთხრეს, პროკურატურა ამ საკითხს იხილავს და არა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შეიძლება, სასამართლოში იყოს მიმართული ან მაგისტრი მოსამართლის მიერ მოხდეს დაკითხვა”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკი ამბობს, პასუხისმგებლობა და კანონი არსებობს, რის აღსრულებაზეც აქვს პროკურატურას მოკვლევა ჩასატარებელი.
„ის, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს დაკითხვაზე, ეს იმ ვალდებულებას არ ცვლის, რომელიც კომისიის მიმართ მათ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.