“ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები” – გია ვოლსკი

“ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები – მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია”, – ამის შესახებ,პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით მან ბალტიისპირეთის ქვეყნებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი შეაფასა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მიმართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები