ზურაბ ქადაგიძე ბადრი ჯაფარიძეს: გარანტირებულად შემიძლია, გითხრა – შენ და მამუკა ნამდვილად დარჩებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც უსამშობლო ნაძირალები!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც ეს უკანასკნელი ქვეყნის სასიკეთოდ ბიძინა ივანიშვილის პატრიოტობას და მის მიერ გაწეულ საქმიანობის ეჭვქვეშ აყენებს. სამაგიეროდ, როგორც ქადაგიძე წერს, ჯაფარიძე უპრეცედენტოდ მაღალ შეფასებებს აძლევს „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის საქმიანობას.
მეტიც, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ „ბორჯომისა“ და „თიბისი ბანკის“ საქმეები, როგორც სახელმძღვანელო მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში ისწავლება.
„ეს და ხაზარაძე უფრო დიდი ნაძირალაა თუ ამათი „გამპრავებელი“ მრევლი, საკითხავია…
„ბორჯომისა“ და „თიბისი ბანკის“ „ქეისებს“, მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლები ასწავლიან და ბიძინა ივანიშვილის ერთი „ქეისი” მითხარით, რასაც სადმე ასწავლიანო…
„ბორჯომი“ – საქართველოს ეროვნული საგანძური რუსებს მიყიდეს და „თიბისი ბანკი“, რომელიც ქართული საზოგადოების ფინანსური მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო, ქართული ბიზნესის „რეკეტის” მთავარ იარაღად აქციეს.
– ბიძინა ივანიშვილის ერთი „ქეისი“ შემახსენეთო.
ერთს კი არა, ასს გეტყოდი, თუმცა შენნაირი უსამშობლო ნაძირალასთვის, მარტივი ჭეშმარიტებაც საკმარისია:
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კაპიტალი, საქართველოს მოახმარა და დღესაც, უამრავ კულტურულ თუ ეროვნულ საგანძურს აბრუნებს ქვეყანაში, შენ და შენი თაღლითი მეგობარი კი, ხან საერთაშორისო სასამართლოში უჩივით საქართველოს და მილიარდობით ანაზღაურებას სთხოვთ და ხან, უცხო ქვეყნებს, საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას სთხოვთ.
გარანტირებულად შემიძლია, გითხრა – შენ და მამუკა ნამდვილად დარჩებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც უსამშობლო ნაძირალები!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.