“რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი, ესენი არიან აგენტები” – კირცხალია
ცრასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
“პარტნიორობას ცოტა სხვა ფასეულობებზე და ღირებულებებზე აწყობილ ურთიერთობას ვეძახით. პარტნიორობა გვესმის, როდესაც ქვეყნებს შორის გათვალისწინებულია ორივე მხარის ინტერესი, როდესაც ორივე მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ღირებულებებს, სუვერენიტეტს, ისტორიას. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ რამდენიმე სახელით და გვარით, პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვსაუბრობთ, რომ ესენი არიან თურმე დასავლეთი. ესენი არ არიან ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დასავლეთი.
რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ რეალური პარტნიორობისთვის. დღეს ამას ვერ ვხედავთ”, – აღნიშნა კირცხალიამ.