სამართალდამცველებმა სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს
სამართალდამცველებმა სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ღონისძიება ახლაც მიმდინარეობს და დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განმარტა დარახველიძემ.