მარიამ ლაშხი: საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი, საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში
,,საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი, საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში”, – ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების თაობაზეც.
„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივი და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არ აღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი, საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, – აღნიშნა ლაშხმა.