ბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 93.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
„2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15.0 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 6.23 $/კგ შეადგინა.
„ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.6 ათასი ტონით (21%-ით), ხოლო ღირებულება – 25.9 მლნ აშშ დოლარით (39%-ით) გაიზარდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.