გურამ მაჭარაშვილი: სანამ იქნება რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების

„სანამ იქნება რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობა“ – სამართლებრივად, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატისა და ასე შემდეგ,“ – ამის შესახებ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ იქნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს„სანამ იქნება რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობა“ – სამართლებრივად, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატისა და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ შემთხვევაში დასასრული იქნება იმ დროს, როდესაც შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც დარწმუნებული ვარ და მგონი, საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ იქნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს – სწორედ იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რაც ქართულ და საერთაშორისო სასამართლოებს გადაწყვეტილებებში აქვთ პირდაპირ მითითებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:  „მოგეხსენებათ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები