ტეხასში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ტეხასის სამხრეთში ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. დაიტბორა ასობით სახლი, მძღოლებმა მანქანები გზებზე მიატოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად რიო გრანდეს ველის რეგიონი დაზარალდა, სადაც უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ყველაზე ძლიერი ნალექი მოვიდა. ქალაქ ჰარლინგენში დაფიქსირდა ნალექის რეკორდული 21,5 ინჩი, დონე, რომელიც ბოლოს 1912 წელს დაფიქსირდა. ქალაქ ალამოში 100-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ვესლაკოში 30-40 სამაშველო ოპერაცია დაფიქსირდა. მთლიანობაში, წვიმამ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია, 3400-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.