საქართველოს ეროვნული მუზეუმში მიშა იაშვილის ნამუშევრების გამოფენა იხსნება

17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში მხატვარ მიშა იაშვილის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. მიშა იაშვილი(1954-2012) მე-20 საუკუნის ქართველ 80-იანელთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფერმწერი და გრაფიკოსი იყო. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ავტორის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების მუზეუმსა და სხვადასხვა გალერეაში და აგრეთვე არაერთი ქვეყნის მრავალრიცხოვან კერძო კოლექციებში. იგი აგრეთვე გახლდათ სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი. გამოფენა მხატვრის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, იხილოს მხატვრის 40-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. გამოფენაზე შედგება მიშა იაშვილის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია. ექსპოზიცია იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემოს” ორგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გამოფენა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები