ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე (BMO) ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის მედლის მფლობელები გახდნენ სსიპ ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი;
სანდრო ჟღენტი – ბრინჯაოს მედალი;
ალექსანდრე კაცია – ბრინჯაოს მედალი;
თევდორე ონაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
ირაკლი შეროზია – ბრინჯაოს მედალი.
გუნდის ლიდერები არიან ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები – ივანე კობაიძე და ივანე კვიტაშვილი.
საქართველოს ნაკრები გუნდი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე დაკომპლექტდა.
ქართველი მოსწავლეების საბერძნეთში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში წელს 24 ქვეყანა მონაწილეობდა.