სოფელ აბისში გზის ასფალტირება დაიწყო
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ აბისში შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 0,308 კმ. გზის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გ.კ”,- წერია ინფორმაციაში.