ზესტაფონში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
,,მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით მუნიციპალიტეტის მერმა – ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ- ირმა გიორგაძემ დააჯილდოვეს.
,,ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის წევრი, თორნიკე ბერეკაშვილი და საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა.
წარმატებულ სპორტსმენთა შორის დაჯილდოვდნენ:
შალვა გურეშიძე ( მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში – 2022 წ)
მინდია ლილუაშვილი ( ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი, ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 2019წ)
ტატო სამხარაძე ( მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – კარატე 2022 წ)
ირაკლი მახათაძე (მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში 2024)
ბექა ბოგვერაძე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში 2024წ)
თენგიზ ხიდაშელი (ევროპის თასის გამარჯვებული – ძიუდო 2024წ)
ირაკლი ღონღაძე (ევროპის ჩემპიონი ვეტერაებში- კარატე 2024წ)
ნოდარ სვიანაძე (ევროპის ვერცხლის პრიზიორი – სამბო 2023წ)
ლიკა შალამბერიძე (ევროპის თასის ჩემპიონი – ძიუდო 2024წ)
ტარიელ შარიქაძე (ევროპის ჩემპიონი – ძიუდო 2019 – 2021)
უჩა ტაბატაძე (ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი – ძიუდო 2022წ)
ლევან ჩუბინიძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვეტერანებში – ძიუდო 2023 – 2024)
საბა კლდიაშვილი (ევროპის პრიზიორი – სამბო 2023 – 2024)
ბექა თურმანიძე ( მსოფლიო და საქართველოს ჩემპიონი თურქულ ჭიდაობაში 2024 – 2025წ)
გოგა გორგაძე ( ევროპის ვერცხლის პრიზიორი – სამბო 2023 – 2024წ)
გაგა ბახტიძე( მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი – სამბო 2015- 2016 – 2017)
ფრიდონ შარიქაძე ( უნივერსაიდის ვერცხლის პრიზიორი – სამბო 2023 – 2024წ)
გიორგი ლომიძე ( მსოფლიო ჩემპიონი უზბეკურ ჭიდაობაში 2024წ)
საბა ალალიძე ( ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში 2024წ)
გაგა ჯუღელი ( ევროპის პრიზიორი – სამბო 2022 – 2023წ)
ნინო ხარაიშვილი ( ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორი – ძიუდო 2024წ)
გიორგი დვალი (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი- სამბო 2023წ)
გიორგი დვალი( მსოფლიოს ჩემპიონი თურქულ ჭიდაობაში 2024წ)
ვეტერან სპორტსმენთა შორის დაჯილდოვდნენ:
გიორგი კაკოიშვილი ( მსოფლიო ჩემპიონი – სამბო)
იმედა გორგოძე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი – სამბო)
ლევან ჩუბინიძე ( მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ძიუდო)
ირაკლი ღონღაძე ( ევროპის ჩემპიონი – კარატე)
მიხეილ სალაძე ( სპორტის დამსახურებული ოსტატი – ბერძნულ – რომაული ჭიდაობა)
გიორგი გაჩეჩილაძე ( აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში)
პაატა ნასრაძე ( ევროპის ჩემპიონი -სამბო)
კობა გურეშიძე (ვერცხლის პრიზიორი მსოფლიო ჩემპიონატზე – სამბო)
დავით ხუსკივაძე ( სსრკ ჩემპიონი – ძიუდო)
გიორგი მშვენიერაძე (სსრკ ჩემპიონი – ბერძნულ – რომაული ჭიდაობა)
თემურ ლეჟავა ( მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში)”, -წერია ინფორმაციაში.