„სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ესკალაციის მართვის კონსულტანტისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის-ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.
„ფაქტობრივად, სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო აწყდება ამ გავეშებულ, გამძაფრებულ შემოტევას. პირდაპირ შეგვიძლია მტრული განწყობა ვუწოდოთ მის მიერ საქართველოში ანტისამთავრობო მიტინგზე ყოფნას. ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა და ახლა თუკი ის შეუერთდება იმ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ კლანს, რომელსაც რადიკალები ჰქვია, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ იქნება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ესკალაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.