იონათამიშვილი – ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე: უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან
“უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
“მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც “დიფ სთეითი”, ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის”, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს.