არჩილ გორდულაძე: გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი – ასეთი რამ არ არსებობს

„გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი – ასეთი რამ არ არსებობს,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ლიტვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ თავისი პატრონის, დავალების მიმცემის შესაბამისად ჩამოვიდა სხვა მონებთან, სხვა ჯაშუშებთან შესახვედრად, ალბათ ახალი ინფორმაცია უნდა ჩამოუტანოს, ან გაამხნევეს, რომ მონობა და აგენტობა არცთუ ისე სათაკილო არ უნდა იყოს ერთი შეხედვით, როგორც ჩანს და მათ უნდა გააგრძელონ აუცილებლად დავალებების შესრულება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ესკალაციის მართვის კონსულტანტი და ლიტვიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები