"ხმა ემიგრაციიდან"

   25 იანვარს, 13 საათზე, ამერიკის, ილინოისის შტატის, ქ. ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრი პალატაინის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საღამოს გამართავს. საღამო ქართული სკოლის მოსწავლეების  სპექტაკლით “ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი” გაიხსნება. სპექტაკლის შემდეგ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ლექსების კრებულის “სამშობლოს სურნელი” წარდგინება გაიმართება. პროექტის, რომლის სახელწოდებაცაა: “ხმა ემიგრაციიდან”, იდეის ავტორები არიან: თამარ ლომიძე, მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი და მარინა ხარხელაური. წიგნში ჩიკაგოელი ტუგო გიორგაძის და მაკა კვერენჩხილაძის ლექსებია შესული. შეხვედრის მესამე ნაწილი ქართული კულტურის ცენტრის სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები