მათიკაშვილი – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: უპირველესად, რა თქმა უნდა, გამსაღებლებსა და მათ მიმართ საკმაოდ მძიმე სანქციებზეა საუბარი
“აქ არის უპირველესად, რა თქმა უნდა, გამსაღებლებზე და მათ მიმართ საკმაოდ მძიმე სანქციებზე საუბარი საკანონმდებლო განაწესების კუთხით”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება სავალდებულო მკურნალობას, ეს არის ის საკითხი, რომელიც იქნება ასევე შემოთავაზებული საზოგადოებისთვის. იქნება ამ საკითხის გარშემო კიდევ მსჯელობა და იმ ფორმით და იმ სახით იქნება წარმოდგენილი, რომ უკეთ და უკეთეს შედეგამდე მიიყვანს ამ კუთხით, როგორც რეფორმას, ასევე კონკრეტულად იმ პირებს, ვისაც ეს კონკრეტული განაწესი შეეხება“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.