მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, რომ ევროკავშირში არიან წარმომადგენლები, რომლებიც სუბიექტურად აფასებენ საქართველოში პროცესებს, ნეგატიურ როლსაც თამაშობენ სტაბილურობის შენარჩუნებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირსა და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხშირად მათი განცხადებები მიმართულია სწორედ სტაბილურობის შერყევისკენ, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირსა და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ვიწროდ უყურებენ დღევანდელი მსოფლიოს განვითარებებს. ძალიან სუბიექტურად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ნეგატიურ როლსაც თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ძალიან ხშირად მათი განცხადებები მიმართულია სწორედ იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.