ვერ გვექნება სამყარო, რომელშიც აიათოლებს საკუთარი თითი ბირთვულ ღილაკზე აქვთ – უოლცი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი ამბობს, რომ ირანს არ შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რათა უზრუნველყოს, რომ მას არ ჰქონდეს ის.

რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა , არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება. ყველაფერი განიხილება, რათა უზრუნველვყოთ, რომ მას არ ჰქონდეს  ბირთვული იარაღი და ეს ირანის ბირთვული პროგრამის ყველა ასპექტს ეხება: რაკეტებს, შეიარაღებას, გამდიდრებას.

მათ შეუძლიათ, ან გადმოგვცენ და უარი თქვან ისეთი გზით, რისი გადამოწმებაც შეიძლება, ან მათ შეუძლიათ, რიგი შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ გვექნება სამყარო, რომელშიც აიათოლებს საკუთარი თითი ბირთვულ ღილაკზე აქვთ. ვერ გვექნება ვითარება, რომელიც შეიარაღების რბოლას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში და გააძლიერებს ბირთვული იარაღის გავრცელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები