„ამერიკის ხმა“ 83 წლის განმავლობაში პირველად არ გავიდა ეთერში

„ამერიკის ხმის“ დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალება მთლიანად იხურება და მისი მთელი პერსონალი  „ადმინისტრაციულ შვებულებაში“ გადის.

„ღრმად ვწუხვარ, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დუმს. დღეს დილით შევიტყვე, რომ „ამერიკის ხმის“ თითქმის ყველა თანამშრომელი – 1300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი – ადმინისტრაციულ შვებულებაში გადის, მათ შორის მეც”,
– ნათქვამია აბრამოვიცის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა გასცა ბრძანება შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) თანამშრომლების შემცირების შესახებ, რომელიც აკონტროლებს ხუთ მსხვილ ამერიკულ მედია კორპორაციას, რომლებიც მაუწყებლობენ 49 ენაზე, მათ შორის რადიო „თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“. ასევე ცნობილი გახდა, რომ რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ საგრანტო დაფინანსება აშშ-ს კონგრესის მიერ დამტკიცების მიუხედავად, შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები