ქართული არქიტექტურის როლი ქვეყნის ენერგოეფექტურობის ზრდასა და დაზოგვაში
მდგრადი ენრგეტიკა ყველასთვის – 2014 – 2020 წ. გაერთიანებული ერების გენარალური ასამბლეის მიერ საერთაშორისო ათწლეულად არის გამოცხადებული. გაერომ აღნიშნულით ხაზი გაუსვა ეკოლოგიურად მდგრადი ენერგოდამზოგი სფეროს მნიშვნელობას, როგორც სიღარიბის დაძლევის და განვითარების დონის ამაღლების გზას. 2015-2030 წლები კი ენერგეფექტურობის დონის გაორმაგება მდგრადი ენერგეტიკის ძირითადი ამოცანაა.
სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეზერვს სწორედ ენრგოდაზოგვა წარმოადგენს. ენერგოდაზოგვასა და ენერგოეფექტურობისადმი სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომა კი თვალსაჩინოდ აისახება არქიტექტურაში. ენერგოდაზოგვის რეზერვის სარეალიზაციოდ ერთ-ერთი ძირითადი საჭიროება არსებული შენობების შემომზღუდი კონსტრუქციების თბოიზოლაცია და მშენებარე შენობებისათვის ნორმატივების შექმნაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ კვლევაში, რომელის ავტორიც ორგანიზაცის მიერ მიწვეულის ექსპერტი ნანა მეფარიშვილია, აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული ერთეული ენერგოაუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოში სახელმწიფოს საოფისე შენობებში მოხმარებული ენერგიის 50%-60%-ის დაზოგვაა შესაძლებელი, თუმცა ამ მიმართულებით არანაირი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
კვლევის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში შენობები ფაქტობრივად უსტანდარტოდ შენდება, საჭირო მახასიათებლები არ კონტროლდება და ახლად მიღებულ სამშენებლო ნორმებში თბოტექნიკური მახასიათებლების საკითხი გამოტოვებულია.
კვლევაში მოყვანილია საქართველოს არქიტექტურის რამდენიმე მაგალითი, რაც ენერგოდაზოგვის თვალსაზრისით ფინანსების უყაირათო ხარჯვაზე მიუთითებს.
როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, ბოლო წლების არქიტექტურა ფინანსური სახსრების უყაირათო ხარჯვის თვალსაჩინო მაგალითია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი კი პილიციის ცნობილი გამჭირვალე შენობებია.
როგორც კვლევიდან ირკვევა, გამჭირვალე შენობებში პრობლემას წარმოადგენს ზამთრის პერიოდის ტემპერატურული რეჟიმი – ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება, რაც ფინანსურ ხარჯთან ერთდ დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარებას იწვევს.
„თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას მოხდეს ნებისმიერი იერსახის შენობის აშენება, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ყველა სახის შენობისათვის განსაზღვრულია სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებით. ჩვენს ქვეყანაში ეს მოთხოვნები არ არსებობს. შესაბამისად ეს შენობები თავისი კლიმატური პირობებით ემსგავსება სათბურებს – მაღალი ტენიანობით და მაღალი ტემპერატურით. გარდა ამისა ძვირი ჯდებ ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება. შენობის შემომზღუდი შემინული კონსტრუქციები ძალიან დაბალი თერმული წინაღობით ხასიათდებიან, რადგან ხშირ შემთხვევაში ამისათვის გამოყენებულია ჩვეულებრივი მიმაპაკეტები“, – აღნიშნულია კვლევაში.
ენერგოეფექტურობის გაზრდის და ენერგოდაზოგვის მიზნით რეკომენდაციები კი ასეთია:
აუცილებელია ენერგიის ეფექტურად გამოყენების მასტიმულირებელი სამართლებლივი, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ღონისძიებების ერთიანი სისტემის შექმნა.
ენერგოდაზოგვისა და ენერგიის ფაქტიურად გამოყენების ღონისძიებები უნდა გახდნენ რაიონებისა და მუნიციპალური წარმონაქმნების სოციალურ ეკონომიკური განვითარების სავალდებულო ნაწილი.
ენერგოდაზოგვის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გამოყენებით შეიქმნას მომხმარებლის მხრიდან ენერგორესურსების და ენერგოდაზოგვაში ინვესტირებაში დაინტერესების მდგრადი და ეფექტური სისტემა, რომელიც მოქმედების ამ სფეროში მოსალოდნელი ფინანსური და ეკონომიკური რისკების შემცირებით უზრუნველყოფს კაპიტალური დაბანდების გაცილებით მიმზიდველ პირობებს.
რაც შეეხება ძველ არქიტექტურას, კვლევაში აღნიშნულია, რომ არქელოგების მიერ აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის დროინდელი ქალაქების მშენებლობა, როგორიცაა ნოქალაქევი და ძალისის ნაქალაქარი მშენებლობის მაღალი კულტურით და ენერგოდამზოგი საშუალებების გამოყენებით გამორჩევა.
ქართული ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშებში შატილში, სვანური კოშკებში და სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ საცხოვრისებში ზედმიწევნით არის გათვალისწინებული გარემო პირობების ზეგავლენა, შენობის ორიენტაცია, ინსოლაცია და დაცულია საცხოვრებლის შიდა კლიმატური პირობები.
გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, თავისი თბოტექნიკური მახასიათებლებით თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის შენობა – ნაგებობები.
როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, თანამედროვე მშენებლობაში ძველი ნორმების გათვალისწინება არ ხდება, ხოლო ახალი ნორმები ჯერკიდევ არ გვაქვს, რის გამოც სამშენებლო კომპანიებია ნაგებობებს ყოველგვრი თბოდაცვითი ღონისძიებების გატარების გარეშე აშენებენ.
„საბჭოთა პერიოდის, განსაკუთრებით 50 წლების შემდეგ შეიცვალა მშენებლობის პოლიტიკა და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობიდა შენობათა თერმულ მახასიათებლებს. მასიურმა მშენებლობებმა ახალი მიდგომა მოითხოვა, გახშირდა ერთფეროვანი ბეტონის კედლების გამოყენება. კედლების სისქე განისაზღვრებოდა ტექნოლოგიურ და სტრუქტურულ და არა თბოინჟინრულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. ბლოკის კედლები -40სმ; ფილის კედლები 30 – სმ; კარკასის ფილის კედლები 25 – სმ. ფანჯრები ერთმაგი შემინვით. ეს განაპირობებდა ზედმეტი სითბოს მიწოდების საჭიროებას 24 საათიანი თბომომარაგებით. კერძო სახლების ძირითადი უმრავლესობაც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ამ დროს გავრცელებულ პრაქტიკას შეესაბამება. უნდა აღინიშნის, რომ წლების განმავლობაში ამ შენობების თბოდაცვითი მახასიათებლები კიდევ უფრო გაუარესდა. ეს ნიშნავს , რომ საწყისი სავალდებულო თბოდაცვითი დონის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაიწია და ამ შენობების გასათბობა და კიდევ უფრო მეტი ენერგიის მოხმარება გახდა საჭირო, რომელიც უკვე იაფი აღარ არის. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საცხოვრებელი პირობები კომფორტის დონეზე ბევრად დაბალია, რადგან იგი უბრალოდ ვერ იხდის გადასახადს“, – აღნიშნულია კვლევაში.
შედარებისთვის მოყვანილია მაგალითი, რომლის მიხედვითავ თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ფართის გასათბობად წელიწადში 320-350 კვტ/მ2 ენერგია იხარჯება. გერმანიაში კი ამჟამად ნორმატივებით განსაზღვრულია წლიურად ერთ კვადრატულ მეტრზე 30კვტ/მ2 ენერგია, ხოლო 2020 წლისთვის დაგეგმილია, რომ ეს 20კვტ/მ2-მდე შემცირდეს.
ავტორი მიიჩნევს, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თანამედროვე საზოგადოებრივი ნაგებობების მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროინდელი მშენებლობაზე ბევრად უარესია.
კვლევაში მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც სამშენებლო ნორმების გამკაცრებით თბოენერგიის შემცირებას მიაღწიეს.
დანია – სამშენებლო ნორმების გამკაცრებით 1999 წელთან შედარებით 25%-ით თბოენერგიის შემცირებას მიაღწია, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯი დარჩა იგივე, მიუხედავად ეკონომიკის საგრძნობლად განვითარებისა.
იაპონია – ტიპიური იაპონური 120 მ2-ია სახლის სხვენის ნახევრის მზის ელემენტებით დაფარვით თითოეულ სახლზე მიიღეს 6 ათასი კვ/სთ ენერგია წელიწადში, რაც 558 ლიტრი ნავთობის ტოლია.
ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი იაპონიაში 1979 წლიდან მოქმედებს.
გერმანია – ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფართო დანერგვით გერმანიამ შეძლო ატომური ენერგეტიკის ჩანაცვლება, განავითარა ქვეყნის ეკონომიკა და გაზის მოხმარება შეამცირა იმ დონეზე, რომ ამჟამად ქვეყნის ენერგომოხმარებაში მას მხოლოდ 23% უჭირავს.
რუსეთი – ქვეყანა, რომელიც ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით დღეისათვის აცხადებს, რომ ენერგოდაზოგვა სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტია. რუსეთის ეკონომიკის ზრდა მოითხოვს მნიშნელოვან ენერგორესურსებს, მაგრამ უფრო მომგებიანი და ეკოლოგიურია ენერგიის ეკონომიურად ხარჯვა, ვიდრე ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა.
როგორც უცხოეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით აღმოჩნდა, ენერგოეფექტურობასა და ენერგოდაზოგვაში ეკონომიკური განვითარება მოითხოვს სუფთა გარემოს, არამხოლოდ გლობალურ, არამედ ლოკალურ სპექტში. ირკვევა, რომ თუ გარემოს დეგრადაციას არ დაეთმო საჭირო ყურადღება, ის თანდათან გაანულებს ეკონომიკური განვითარების თანხობრივ მოგებას, ხოლო ეკონომიკური ზრდა მოსახლეობისათვის არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს და ცხოვრებს დონის ამაღლება ვერ მოხერხდება.
„ენერგიის ეფექტიანი გამოყენება გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ენერგიაზე მოთხოვნა, რაც შედეგად მოიტანს გარემოს დაბინძურების შემცირებას. დღეისთვის ენერგოდაზოგვა არის განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო პრიორიტეტი. უფრო რციონალური და ეფექტური ენერგიის წარმოება და გამოყენება, საწარმოების და სიციალური სექტორის ინფრასტრუქტურის განახლება, ინოვაციური განვითარება არის ეკონომიკის ზრდისა და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საშუალება. ამ პრინციპით მოქმედება მმთელი რიგი ქვეყნებისაა იყვანა განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე“, – აღნიშნავს კვლევის ავტორი.
დასკვნის სახით კველევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა განახორციელოს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ღონისძიებები და რადიკალურად უნდა შეცვალოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული პოლიტიკა.