ანატოლ ლივენი – მიხეილ ყაველაშვილზე: განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სიტყვები, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა რამდენიმე ათასწლეულს ითვლის – ეს გაცილებით უფრო დიდი დროა, ვიდრე რაც ნატო ან ევროკავშირი არსებობს
განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სიტყვები, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მე გამახსენა ჩემი ფიქრები ამ თვალსაზრისით და არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გაცილებით უფრო დიდი დროა, ვიდრე რაც ნატო ან ევროკავშირი არსებობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მწერალმა, ქუინსის ინსტიტუტის Responsible statecraft-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ანატოლ ლივენმა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე საუბრისას გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტისგან საქართველოს ინტერესებით მოქმედების განწყობა იგრძნობოდა.
„საქართველოს ინტერესებითა და მისი სახელმწიფოებრივი განგრძობადობის სახელით ქმედება, ვინც არ უნდა იყოს იმის საპირწონედ – სწორედ ეს განწყობა ვიგრძენი პრეზიდენტისგან.
ასევე, განსაკუთრებული აქცენტი ეგრეთწოდებულ მრავალპოლუსიან საგარეო პოლიტიკაზე, მე ამას ბალანსის პოლიტიკას დავარქმევდი.
ამოსავალი წერტილი გახლავთ შემდეგი – საქართველოს ადგილზე მყოფი სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი საერთო გამონახოს მეზობლებთან, ეს შეძლებისდაგვარად. განსაკუთრებით კი მის ყველაზე ძლიერ მეზობლებთან. თურქეთი, რუსეთი და ირანი, რომელსაც ასევე უძველესი ისტორია გააჩნია, – საქართველო უნდა შეეცადოს ყველასთან კარგი ურთიერთობების დამყარებას.
საქართველო არ არის ევროკავშირის მოწინააღმდეგე, ან ნატოსი, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირში გაერთიანებას, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი ინტერესების სანაცვლოდ“, – განაცხადა ანატოლ ლივენმა.