ვიდრე თეთრ სახლში ვარ, აშშ კომუნისტური არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გუშინ, ნიუ-იორკში სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ამას მივხედავთ, ნუ ინერვიულებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“, ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა.