სუდანში ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
სუდანში, ანტისამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ ბაბანუსას ქალაქთან ახლოს Il-76 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ Defense Blog-ი იუწყება.
აღნიშნულია, რომ ეს 4 ნოემბერს მოხდა. თვითმფრინავი ე.წ. სუდანის სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა (RSF) ჩამოაგდეს. მათი თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
ჯგუფმა სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეოები და განცხადებები, რომლებზეც ასახულია დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის ნარჩენები.
Clash Report-ის ინფორმაციით, თვითმფრინავზე თავდასხმისთვის RSF-მა ჩინეთში წარმოებული FK-2000 რადარის სისტემა გამოიყენა. გამოცემის ცნობით, სისტემა მას არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიაწოდა.